კომპანიის პროფილი
კომპანიის წარმატებას ძირითადად განსაზღვრავს პროფესიონალი მენეჯერებისა და ტექნიკური პერსონალის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
კომპანია ITS-ი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომელთაც თავიანთი კარიერის მანზილზე წამყვანი პოსტები ეკავათ საბანკო სექტორში და აქვთ უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში – ფლობენ ბანკებში არსებულ სიტუაციას და ფუნქციონალურ დონეზე იციან ბანკი.
ITS–ს ოთხი ძირითადი მიმართულება:
1. აუტსორსინგის მიმართულება – ორიენტირებულია ორგანიზაციის ბიზნეს პროცესებისა და IT აუტსორსინგზე:
2. ბიზნეს კონსალტინგის მიმართულება – პასუხისმგებელია კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილებების დანერგვასა და კონსალტინგზე. მიმართულება ორიენტირებულია კორპორატიული ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისკენ:
-
ავტომატიზირებული საბანკო სისტემების დანერგვა (Core Banking; Banking);
-
კორპორატიული რესურსების დაგეგმვისა და მართვისსისტემების დანეგვა (ERP);
-
კლიენტებთან ურთიერთობების მართვის სისტემების დანერგვა (CRM);
-
რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემების დანერგვა (RTGS);
-
კომპანიებისა და პროექტების მართვის სისტემების დანერგვა;
-
კომპანიების დოკუმენტბრუნვის სისტემების დანეგვა;
3. IT კონსალტინგის მიმართულება – ეხმარება ორგანიზაციებს მათიბიზნეს მოთხოვნების დახვეწაში, ინვესტიციების სწორად განაწილებაში, ინფრასტრუქტურის ოპტიმალურად დაგეგმარებასა და მის შემდგომ განხორციელებაში. ანხორციელებს სისტემურ ინტეგრაციას უახლესი საინფორმაციო სისტემებისა და სერვისების მიწოდების გზით:
ბიზნესის შესწავლა:
· არსებული IT ინფრასტუქტურის შეფასება,IT პროცესების შესწავლა და ანალიზი;
· IT აუდიტი, რისკების ანალიზი;
· ორგანიზაციის IT ინფრასტუქტურის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივების შეფასება.
დაგეგმარება:
· IT ინფრასტრუქტურის არქიტექტურული მოდელის შემუშავება;
· რეზერვირება–არქივირების, High Availability & Disaster Recovery სისტემების დიზაინი;
· აპარატურული პარკის დიზაინი;
დანერგვა:
· რეზერვირება–არქივირების, High Availability & Disaster Recovery სისტემების დანერგვა;
· მონაცემთა შენახვის სისტემების დანერგვა და ოპტიმიზაცია;
· საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და განვითარება;
· საქსელო-საკომუნიკაციო სისტემების დიზაინი და დანერგვა;
· Call Center-ების და VoIP სისტემების დანერგვა და განვითარება.
უსაფრთხოების პოლიტიკების შემუშავება;
ორგანიზაციის ბიზნეს–უწყვეტობის გეგმის შემუშავება.
4. ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის (დეველოპმენტი)მიმართულება – პასუხისმგებელია პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავებაზე: