2009 წლიდან  კომპანია "აი–თი–ეს" გახდა Tyco Electronics AMP NETCONNECT-ის NETCONNECT Installation კონტრაქტორი (NI). ჩვენი კომპანია NETCONNECT-ის ბაზაზე ინსტალირებულ ქსელებზე იძლევა 25-წლიან გარანტიას, რომელსაც უზრუნველყოფს AMP–ს საგარანტიო სერტიფიკატი. 


  2008 წლის 4 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ–თბილისი მარიოტში კომპანია „აი–თი–ეს“-ი, პარტნიორ კომპანია „D8 Latvia“–თან ერთად, გამართა სემინარი თემაზე „ბანკებისა და ფინანსური დაწესებულებების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის თანამედროვე გადაწყვეტილებები“.

სემინარის მიზანი იყო ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, საწარმოს წინაშე მდგარი ისეთი ამოცანების განხილვა როგორებიცაა:

      • საწარმოს ეფექტურობის გაზრდა;
      • გაყიდვების ახალი ქსელის განვითარება;
      • კლიენტებთან ურთიერთობის გამყარება;
      • ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების სისტემების განვითარება.

სემინარის პროცესში დამსწრე საზოგადოება გაეცნო შემდეგ გადაწყვეტილებებს:

  • საწარმოს ბიზნეს-პროცესების ავტომატიზირება და მართვა;
  • ახალი პროდუქციის დანერგვისა და მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზების დროს, მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და ქცევის ეფექტური ანალიზის საშუალებები;
  • რისკების მართვის ეფექტურობის გაზრდა, რისკების ანალიზისა და პროგნოზირების თანამედროვე საშუალებები;
  • დაკრედიტების პროცესში საკრედიტო ოფიცრებისა და კომიტეტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდის გადაწყვეტილებები;
  • დავალიანების ამოღების მართვისა და კონტროლის გადაწყვეტილებები;
  • საწარმოთა დოკუმენტბრუნვის გადაწყვეტილებები (Enterprise content management solution);
  • ბანკების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე მოშორებული წვდომის სისტემები (Internet, Mobile, SMS bank solution).

სემინარის დღის განრიგი და თემატიკა იხილეთ დანართში.

დაინტერესების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ელ-ფოსტა: info@its.ge, ტელ.: 433434 ან 899536625, საკონტაქტო პირი: ლადი ფირცხალავა.