კომპანიის შესახებ
კომპანია ITS–ი დაარსდა 2006 წლის მარტში. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროდუქტების, ბიზნეს გადაწყვეტილებებისა და სერვისების მიწოდება, დანერგვა და განვითარება.
ITS–ი ძირითადად კონცენტრირებულია კორპორაციულ კლიენტებსა და საბანკო სექტორის მომსახურებაზე.
ITS–ის მთავარი მახასიათებლებია: პროფესიონალიზმი, კლიენტებზე ზრუნვა, დამკვეთისათვის მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდება.
ITS–ი წარმოადგენს მზარდი საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიას, რომელიც მთავრ აქცენტს აკეთებს კომპანიის თანამშრომლების ცოდნასა და გამოცდილებაზე იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას თავის საქმიანობაში.
კომპანიის მიზანი
ITS–ის მიზანია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დამყარებული გადაწყვეტილებების საშუალებით დაეხმაროს თავის კლიენტებს ბიზნესის განვითარებასა და დასახული მიზნების განხორციელებაში. კომპანია მუდმივად ითვისებს უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და კლიენტებს სთავაზობს ყველაზე თანამედროვე მიღწევებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თბილისი, გამრეკელის ქ. 19 ბიზნეს ცენტრი "პალატი" მე–3 სართული.
ტელ. (+995 32) 433434
ტელ. / ფაქსი (+995 32) 379637
ელ. ფოსტა: info@its.ge
ბიზნეს ცენტრი "პალატი", მე–3 სართული
